მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შოველ ჩიტიძე
შოველ ჩიტიძე
04.11.1924 - 28.10.1999


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6072 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 4 ნოემბერს ქ. ზესტაფონში. 1932–40 წლებში სწავლობდა თბილისის მე–2 მუსიკალურ სასწავლებელში (ვიოლინო), 1941–42 წლებში თბილისის საარტილერიო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ მსახურობდა ოფიცრად, იღებდა მონაწილეობას სამამულო ომში. 1962–65 წლებში სწავლობდა ლენინგრადის კინორეჟისორთა ინსტიტუტში. 1953-55 წლებში მუშაობდა საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში ორკესტრის მსახიობად; 1955–69 წლებში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ ხმის ოპერატორად. 1969 წლიდან გარდაცვალებამდე კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ ხმის ოპერატორად. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1979). დაჯილდოებულია მრაველი მედლით.


ფილმოგრაფია

ხმის რეჟისორია/ოპერატორია ფილმების:
1. ვერნისაჟი (1995)
2. შიში (1995)
3. ყოველი ქართლი (1995) - დოკუმენტური
4. ანა კალანდაძე (1995) - დოკუმენტური
5. კერპი (1992)
6. ხაფანგი (1992)
7. ცოდვის დღესასწაული (1990)
8. ხსოვნა (1989)
9. მერი (1989) - დოკუმენტური
10. პოეზია უსიტყვოდ (1988) - დოკუმენტური
11. ცარიელი ბინა (1987)
12. წერილი ნაძვებს (1986)
13. კირილეს ოდისეა (1985)
14. ფრაგმენტები ქალაქის ცხოვრებიდან (1985)
15. კეთილი კაცი –"პატარა დეტექტივი" (1985)
16. კეთილი კაცი –"ობოლა" (ერთხელ შაქრიანში) (1985)
17. შუაკაცი (1985)
18. მოუსვენარი ზაფხული (1983)
19. ჯიხასკარი (1982) - დოკუმენტური
20. არასერიოზული კაცი (1980)
21. გასეირნება (1979)
22. საფეხურები (1979)
23. პატარა მეგობრები (1977)
24. ყველაწმინდა (ალავერდი) (1977)
25. ჰობოი (1977)
26. მოლანდება (1975)
27. მისამართი - მიწისქვეშა მაგისტრალი (1974) - დოკუმენტური
28. ლია, პაპა და პატარა მედოლე (1973)
29. ლახტი (1973)
30. მყუდრო სავანე (1971)
31. სერგო ზაქარიაძე (1971) - დოკუმენტური
32. გამსვლელი პაიკი (1970)
33. შორია გურჯისტანამდე (1970) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.