მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ხათუნა ხუნდაძე
ხათუნა ხუნდაძე
13.05.1972

ამ გვერდს გაეცნო 1644 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1972 წლის 13 მაისს, ქ. თბილისში. 1988 წელს დაამთავრა კ. დ. უშინსკის სახელობის თბილისის პირველი ექსპერიმენტული სკოლა. პარალელურად 1978-1986 წლებში სწავლობდა ა. ვირსალაძის სახელობის მუსიკისა და ხელოვნების სკოლაში. 1996 წელს დაამთავრა სამედიცინო აკადემიის პედიატრიული ფაკულტეტი. 2006 წელს შტუტგარტის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ხელოვნების მაგისტრატურა. 2012 წელს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიო-ვიზუალური ხელოვნების მაგისტრატურა. 2000-2008 წლებში მოღვაწეობდა გერმანიაში. გადაღებული აქვს დოკუმენტური ფილმები და კლიპები, სხვადასხვა დროს მონაწილეობდა პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებში. 2011 წელს დაარსა არაპროფესიონალ მხატვართა გალერეა და ამჟამად მისი კურატორია.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. გაჭიმული სიმები (2011) - დოკუმენტური
2. ეთერი (2007) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. გაჭიმული სიმები (2011) - დოკუმენტური
2. ეთერი (2007) - დოკუმენტური


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.