მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



აკაკი ძიძიგური
აკაკი ძიძიგური
13.08.1914 - 03.04.1997


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 4927 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1914 წლის 13 აგვისტოს სოფ. მათხოჯში (ხონის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისში, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის უნივერსიტეტი და ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1956 წელს გადაწყდა საქართველოში ტელესტუდიის დაარსება, რომლის განხორცილებაც მას მიენდო, იგი ორჯერ იყო საქართველოს ტელევიზიის ხელმძღვანელი 1956-1959 და 1964-1969 წწ. 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორობა. შემდეგ იგი საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ მუშობდა, 1962 წ. ჟურნალ „დროშის" მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის" დირექტორია, 1974-1984 წწ. სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს" მთავარი რედაქტორი. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი ოქროს ფონდი. 1984 წლიდან მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო რესპუბლიკის ბიბლიოთეკის დირექტორად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაჯილდოებულია მრავალი ორდენებით, მედლებით და სიგელებით.


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმის:
1. სიმღერით ცხოვრებაში... (1964) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.