მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კონსტანტინე ნაკაშიძე
კონსტანტინე ნაკაშიძე
04.01.1947


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5533 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1947 წლის 4 იანვარს, თბილისში. 1965 წელს დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა, ხოლო 1970 წელს თბილისის ა. ს. პუშკინის სახ. სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი სპეციალობით: რუსული ენა და ლიტერატურა, ქართული ენა და ლიტერატურა. 1971-1983 წლებში მუშაობდა საქართველოს კარლ მარქსის სახ. რესპუბლიკურ ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარის, უფროსი ბიბლიოთეკარის, მთავარი ბიბლიოთეკარის თანამდებობებზე. 1983 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა საქართველოს დოკუმენტური ფილმების სტუდია “მემატიანეში” უფროს რედაქტორად, შემოქმედებითი გაერთიანება “საუნჯის” ხელმძღვანელად, კინოგაერთიანება “რაკურსის” მთავარ რედაქტორად. 2007 წლის 20 მარტიდან მუშაობდა საქართველოს ეროვნულ არქივში კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორის მრჩევლად, ხოლო 2007 წლის 3 აგვისტოდან დღემდე მუშაობს კინოფოტოფონო დოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორად. 1975 წელს გამოაქვეყნა პირველი მოთხრობები ჟურნალებში “ცისკარი” და “ნობათი”. 1987 წელს გამომცემლობა “მერანმა” გამოსცა მოთხრობების კრებული “ჩვენთან, თბილისში”, ხოლო 2003 წელს – რომანი “გზა მიუკვლეველი”. საქართველოს მწერალთა კავშირის (1993) და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1997).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მცხეთა (1993) - დოკუმენტური
2. კლდეში ნაშენი სამყარო (1988) - დოკუმენტური
3. ქართული საჭურველი (1986) - დოკუმენტური
4. დავით სარაჯიშვილი (1984) - დოკუმენტური
5. უფლისციხე (1981) - დოკუმენტური
6. ჟღერს ქვის ჰარმონია (1978) - დოკუმენტური
7. ქართული წიგნი (1976) - დოკუმენტური






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.