მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კორინა (კორა) წერეთელი
კორინა (კორა) წერეთელი
15.08.1936


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6170 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1936 წლის 15 აგვისტოს ქ. თბილისში. 1956 წელს დაამთავრა თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტის ინგლისური ენის განყოფილება. 1968 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხელოვნებათმცოდნეობის დარგში. 1974-1993 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში კინომცოდნეობის ფაკულტეტზე. იყო გაზეთ "ზარია ვოსტოკა"- ს ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების გამგე, გაზეთ "საბჭოთა კულტურის" საკუთარი კორესპონდენტი (თბილისში). არის ხელოვნებათმცოდნეობაში გამოცემული არა ერთი წიგნის და ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული უამრავი პუბლიკაციების ავტორი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1976).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. პიცუნდის ფიჭვნარი (1987) - დოკუმენტური
2. არაბესკები ფიროსმანის თემაზე (1985) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.