მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლამარა ბოკერია
ლამარა ბოკერია
28.02.1928


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 4604 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1928 წლის 28 თებერვალს ქ. თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. 1951-52 წლებში მუშაობდა გამომცემლობაში ინგლისურ-ქართული ლექსიკონის კორექტორად; 1953-69 წლებში საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის სხვადასხვა რედაქციებში (პროპაგანდის, სოფლის მეურნეობის, საბავშვო გადაცემათა) რედაქტორად; 1968–1992 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ უფროს რედაქტორად, სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრად.


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. გზა ჭადრაკის დედოფლის გვირგვინისაკენ (1986) - დოკუმენტური
2. უკანასკნელი ნახტომი (1977) - დოკუმენტური
3. მომღერალი თიხა (1975) - დოკუმენტური
4. სერგო ზაქარიაძე (1971) - დოკუმენტური
5. შორია გურჯისტანამდე (1970) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.