მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნანა დევდარიანი
ნანა დევდარიანი
10.10.1958

ამ გვერდს გაეცნო 3249 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1958 წლის 10 ოქტომბერს, თბილისში. 1984 წელს დაამთავრა შ. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, დრამის რეჟისორის მიმართულებით. 1983-1990 წლებში მუშაობდა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის ახალგაზრდულ რედაქციაში. მიღებული აქვს საქართველოს და საერთაშორისო ჟურნალისტური პრემიები. 1990 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანია "მერმისი", იყო მისი გენერალური პროდიუსერი. 1992 წელს დააფუძნა დამოუკიდებელი ტელეკომპანია "დრონი". 1993 წელს დაჯილდოვდა პრემიით "მანა", როგორც საუკეთესო პროდიუსერი. 1992–1995 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. 1998 წელს აირჩიეს თბილისის საკრებულოს წევრად, იყო საკრებულოს მდივანი. 1999 წელს აირჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად, 2000 წელს კი გახდა საქართველოს სახალხო დამცველი. 2003 წელს იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. 2004–2005 წლებში მუშაობდა ტელეკომპანია "იმედის" ღამის პროგრამის რედაქტორად. სხვადასხვა წლებში ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმის:
1. მაცხოვრის სამსჭვალი (1991) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.