მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თეიმურაზ (თემო) ნაცვლიშვილი
თეიმურაზ (თემო) ნაცვლიშვილი
08.07.1929 - 26.05.1993


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5755 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1929 წლის 8 ივლისს ქ. თბილისში. 1950 წლიდან სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, შემდეგ გადავიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და 1955 წელს დაამთავრა აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1961 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტში საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარ რედაქტორად. 1976–82 წლებში იყო კომპანია „ქართული ტელეფილმის“ დირექტორი. 1982–92 წლებში კომპანიის სასცენარო–სარედაქციო კოლეგიის წევრი. არის რამოდენიმე პოპულარული სიმღერის ავტორი და შემსრულებელი, მათ შორის „ქარი გიმღერის ნანასა“. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1980). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1979).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ციმბირის პაპა (1968) - დოკუმენტური
2. ქალიშვილი და მზე (1962)

გადაღებულია ფილმში:
1. კვლავ მივლინებაში (დიმა კარაჯიევი) - (1963)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.