მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დავით ნაცვლიშვილი
დავით ნაცვლიშვილი
01.08.1953


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 3247 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1953 წლის 1 სექტემბერს ქუთაისში. 1970–1975 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში არქიტექტურის ფაკულტეტზე. კინოში მოღვაწეობა დაიწყო მოსკოვის დოკუმენტური ფილმების სტუდიაში ჯერ რეჟისორის ასისტენტად, ბოლოს კი რეჟისორად. 1982–1986 წლებში სწავლობდა მოსკოვში სახკინოსთან არსებულ რეჟისორთა და სცენარისტთა უმაღლეს კურსებზე (ემილი ლოტიანუს სახელოსნო). მუშაობდა კიშინიოვში, სადაც 1987 წელს გადაიღო პირველი ფილმი "ტკივილი", - მოლდავურ ენაზე. 1988 წელს დაბრუნდა საქართველოში და მოღვაწეობა გააგრძელა კინოსტუდია "ქართულ ფილმში". ეწოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას, კითხულობდა ლექციებს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში. 2001 წელს დაინიშნა სააქციო საზოგადოება "ქართული ფილმის" დირექტორის მოადგილედ, 2006 წლიდან – დირექტორად.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ლეონარდო (1993)
2. მეხუთე მოქმედება (1992)
3. Вдвоем на грани времени (Mold, 1990)
4. Дюрер (Ru, 1985)
5. Призвание (Ru, 1981)
6. Серебряная улица (Ru, 1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ლეონარდო (1993)
2. მეხუთე მოქმედება (1992)

გადაღებულია ფილმში:
1. ნაბიჯი ცისკენ (მეზობელი) - (1978)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.