მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ავთანდილ ვარსიმაშვილი
ავთანდილ ვარსიმაშვილი
10.11.1959

ამ გვერდს გაეცნო 5123 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1959 წლის 10 ნოემბერს. 1981 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1980-1992 წ.წ. მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკ. თეატრში დამდგმელ რეჟისორად. 1992-96 წ.წ. იყო ”კავკასიის ტელე-რადიო კომპანიის” სამხატვრო ხელმძღვანელი. 1996 წელს დაარსა ”თეატრალური სარდაფი”, რომელსაც ხელმძღვანელობდა 1998 წლამდე. 1999 წლიდან არის გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2001 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა ”თავისუფალი თეატრი”.
თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, ღირსების ორდენის კავალერი, საქართველოს სახელმწიფო და მარჯანიშვილის პრემიების ლაურეატი. საერთაშორისო თეატრალური ფესტივალების პრიზების მფლობელი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ისპაჰან - ბათუმი (2011)
2. მიდი ძმაო, მიდი! (2011)
3. ყველაფერი კარგად იქნება (2009)
4. იდიოტოკრატია (2008)
5. თვინიერი (1992)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ისპაჰან - ბათუმი (2011)
2. მიდი ძმაო, მიდი! (2011)
3. ყველაფერი კარგად იქნება (2009)
4. იდიოტოკრატია (2008)
5. თვინიერი (1992)


 
 
 
 
 
 




შეტყობინებები:

1. გამარჯობათ ბატონო ავთო, გრანდიოზული სცენარი მაქვს ფილმისთვის და მინდა რომ გაგაცნოთ.
გთხოვთ გამომეხმაუროთ აღნიშნულ იმეილზე.
2013-06-19 - ზაური

2. გილოცავთ ! გისურვებთ ჯანის სიმრთელეს და მრავალ გამარჯვებებს!
2011-11-10 - Irakli Azikuri






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.