მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



დავით აგიაშვილი
დავით აგიაშვილი
28.07.1949 - 12.02.2014

ამ გვერდს გაეცნო 3823 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1949 წლის 28 ივლისს, ქ. თბილისში. 1974 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, ჟურნალისტიკის სპეციალობით. 1974-1977 წლებში მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” რედაქტორად და შემდეგ 1975-1977 წლებში ამავე სტუდიის მულტიპლიკაციური გაერთიანების მთავარ რედაქტორად. 1977-1995 წლებში მოღვაწეობდა კომპანია ”ქართულ ტელეფილმში” ჯერ რედაქტორად, ხოლო 1979 წლიდან – სასცენარო განყოფილების გამგედ. მისი სცენარით იქნა გადაღებული "ექსპერიმენტი" (1979) - რომელმაც მიიღო საქართველოს სახელმწიფო პრემია. ასევე არის რეჟისორი და სცენარისტი დოკუმენტური ფილმისა "საქართველოსთვის ბიჭებო სწორდით" (1981).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ელზა (1991)
2. ალი ბაბა და 40 ყაჩაღი (1990)
3. მეთორმეტე ღამე, ანუ რაც გენებოთ (1986)
4. ათოვდა ზამთრის ბაღებს (1984)
5. ჩვენი მერი (1982) - დოკუმენტური
6. ფანჯარა (1980) - დოკუმენტური

პროდიუსერია ფილმების:
1. ტყვიების ბაღი (2013)
2. იმპერიის რღვევა (1994) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმში:
1. განგაში (დათო) - (1968)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.