მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლევან კიტია
ლევან კიტია
18.03.1958


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5150 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1958 წლის 18 მარტს თბილისში. 1975–1980 წლებში სწავლობდა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე, საზღვარგარეთის ქვეყნების ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის სპეციალობაზე, 1977–1980 წლებში – იქვე საერთაშორისო გამოკვლევებისა და სწავლების განყოფილებაზე, 1980–1983 წლებში – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურაზე, 1983–1987 წლებში – შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ლანა ღოღობერიძისა და ომარ გვასალიას სახელოსნო). 1983 წლიდან მოღვაწეობს პროდიუსერად და რეჟისორად კინოსა და ტელევიზიაში, 1988 წლიდან ეწევა აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და თეატრისა და კინოს ინსტიტუტში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. სიცოცხლის ფასი (2012) - დოკუმენტური
2. გზაჯვარედინი (1991)
3. ტრასა (1991)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. სიცოცხლის ფასი (2012) - დოკუმენტური
2. სიყვარული ვენახში (2000)
3. გზაჯვარედინი (1991)
4. ტრასა (1991)
5. 3-1 (1983)

გადაღებულია ფილმებში:
1. სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში - (2000)
2. ავტოკატასტროფა - (1998)
3. დღე - (1993)
4. ისინი - (1992)
5. წარსული მუდამ ჩვენთანაა (გია) - (1989)
6. ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან - (1988)
7. თოვლის ბაბუა (ნუფნუფი) - (1986)
8. ჩაძირული ქალაქის მაძიებლები - (1972)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.