მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მიხეილ ანთაძე
მიხეილ ანთაძე
10.07.1956

ამ გვერდს გაეცნო 3556 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1956 წლის 10 ივლისს თბილისში. 1978 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1979–1986 წლებში მუშაობდა კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტში ჯერ უფროს რედაქტორად, შემდეგ თავმჯდომარის რეფერენტად. 1987 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი და კინოსტუდია ”ქართული ფილმში” რეჟისორად მუშაობდა. 1990 წელს დაარსა დამოუკიდებელი კინოკომპანია ”შემოქმედი” (1994 წლიდან – ”მაქს შემოქმედი”, 1996 წლიდან – ”მაქსი”), იყო ამ ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, 1995 წელს – ”თბილისის ზღაპრის თეატრი”. 1996 წლიდან არის საბავშვო თეატრების საერთაშორისო ასოციაციის ASSITEJ–ის წევრი ორგანიზაციის ”საქართველოს ასიტეჟის” პასუხისმგებელი მდივანი. 1998 წლიდან არასამთავრობო კულტურულ–ჰუმანიტარული კავშირის ”ფენიქსის” ვიცე–პრეზიდენტია. 2005 წელს დაინიშნა შპს ”ჰარმონიული განვითარების ცენტრის” დირექტორად. იმავე წელს დაინიშნა ”ესთეტიკური აღზრდის ცენრტის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2007 წელს დაინიშნა ნოდარ დუმბაძის სახელობის ცენტრალური სახელმწიფო თეატრის (ყოფილი მოზარდმაყურებელთა) მმართველად. არის საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი. გამოცემული აქვს შემდეგი წეგნები: ”პურის მარცვალი” (1984), ”უსამოვნებები” (1988), ”კომენდანტის საათი” (1991), ”ცოფი” (1994), ”დუეტი” (2006), ”მთვარე ფანჯარაში” (2006), ”გვირილა ქარში” (2006).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. XX საუკუნე (2000) - დოკუმენტური
2. ოქროს ობობა (1992)
3. ოცდაათი სანტიმეტრი ზღვის დონიდან (1989)
4. ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (1988)
5. თოვლის ბაბუა (1986)
6. მთვარის გლობუსი (1986)
7. მეჯლისი გაყიდულ სახლში (1985)
8. მიტოვებული (1984)
9. ჩვეულებრივი ამბავი (1984)
10. 3-1 (1983)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. XX საუკუნე (2000) - დოკუმენტური
2. ოქროს ობობა (1992)
3. ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (1988)
4. თოვლის ბაბუა (1986)
5. მეჯლისი გაყიდულ სახლში (1985)
6. მიტოვებული (1984)
7. ჩვეულებრივი ამბავი (1984)
8. 3-1 (1983)

მემონტაჟეა ფილმის:
1. XX საუკუნე (2000) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმებში:
1. ერთი მილიმეტრი - (1996)
2. ოქროს ობობა (დანგაძე) - (1992)
3. ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან - (1988)
4. კარიერი - (1979)


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.