მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი
მზეჭაბუკ (ჭაბუა) ამირეჯიბი
18.11.1921 - 13.12.2013


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6481 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში, 1921 წლის 18 ნოემბერს. თბილისის 46-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ შედის ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ელექტროტექნიკუმის რადიოფაკულტეტზე, რომელსაც წარჩინებით ამთავრებს 1938 წელს, მესამე რანგის სამხედრო რადიოტექნიკოსის დამატებითი წოდებით. მომდევნო წელს მისაღებ გამოცდებს ჩააბარებს და ჩაირიცხება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტზე. შემგომ წელს გადადის ფილოლოგიის ფაკულტეტზე.
1943 წ. დააპატიმრეს სსრკ–ის საწინააღმდეგო ქმედების ბრალდებით და გადაასახლეს. 1944 წლის აპრილში 25 წლის პატიმრობა მიუსაჯეს.
პატარაობისას წერდა ლექსებს და მოთხრობებს. დაახლოებით ოციდან ორმოცი წლოს ასაკამდე არაფერი დაუწერია. პატიმრობის შემდეგ კი სერიოზულად წერს.
იყო დოკუმენტური ფილმების სტუდიის „მემატიანის“ დირექტორი, საქართველოს პარლამენტის წევრი, 1999 წლიდან გამოსცა გაზეთი „განახლებული ივერია“. გამოქვეყნებული აქვს კრიტიკულ-პუბლიცისტური წერილები, სცენარები. საყოველთაო აღიარება მოუტანა რომანმა „დათა თუთაშხიამ“, ავტორისავე სცენარით გადაიღეს მრავალსერიანი მხატვრული ფილმი. 1981 წ. როგორც ამ ფილმის სცენარის ავტორს ფილმის დამდგმელ კოლექტივთან ერთად მიენიჭა საბჭოთა კავშირის სახელმწიფო პრემია კინემატოგრაფიის დარგში.
არის საბჭოთა კავშირის (1979), შოთა რუსთაველის (1994) და საქართველოს (1998) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი, ღირსების ორდენის კავალერი (2001).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ქართული ფეხბურთი 110 წლისაა (2011) - დოკუმენტური
2. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს! (1987) - დოკუმენტური
3. დათა თუთაშხია (1978)

გადაღებულია ფილმებში:
1. ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (დავით იტრიელი) - (1984)
2. თვალი პატიოსანი - (1976)
3. როცა აყვავდა ნუში (გიორგი) - (1972)
4. ცოტნე დადიანი (შეთქმული თავადი) - (1971)





შეტყობინებები:

1. ბატონო ჭაბუა ! ღმერთმა დიდი ხნის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ნუ მოგაკლოთ, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ!!!
2011-11-18 - Irakli Azikuri






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.