მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნანა ჯანელიძე
ნანა ჯანელიძე
07.08.1955


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 3834 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წლის 7 აგვისტოს თბილისში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის სახელოსნო). 1981 წლიდან მუშაობა დაიწყო კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორად. საქართველოს სახელმწიფო და იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური პრემიების ლაურეატი (ფილმისთვის "იავნანა"), რუსეთის კინოაკადემიის პრემიის "ნიკე"-ს ორგზის ლაურეატი - 1987 წელს ნომინაცია "სცენარი" ფილმისათვის „მონანიება“ და 2011 წელს საუკეთესო უცხოური ფილმისათვის „ნეტავი იქ თეატრი არის?!“. საერთაშორისო კინოფესტივლების პრიზების მფლობელი პეზეროს (იტალია), ლაგოვოს (პოლონეთი), მოსკოვის, იალტის (რუსეთი), მონპელიე (საფრანგეთი), ვისბადენი (გერმანია.) და სხვა. 2005-2006 წლებში იყო საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2012 წლიდან FOLK-RADIO-ზე არის კინოგადაცემის წამყვანი.
2013 წლის 25 მარტს დაინიშნა საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორად.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ნეტავი იქ თეატრი არის?! (2011) - დოკუმენტური
2. გალობის რაინდები (2010) - დოკუმენტური
3. საშობაო საჩუქარი (2005)
4. მშრალი ხიდის სიზმრები (2003)
5. თენგიზ აბულაძე (2002) - დოკუმენტური
6. იავნანა (1994)
7. ოჯახი (1985)
8. დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი (1978)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ნეტავი იქ თეატრი არის?! (2011) - დოკუმენტური
2. საშობაო საჩუქარი (2005)
3. მშრალი ხიდის სიზმრები (2003)
4. თენგიზ აბულაძე (2002) - დოკუმენტური
5. იავნანა (1994)
6. ოჯახი (1985)
7. მონანიება (1984)
8. დიდი ბიჭი და პატარა ბიჭი (1978)

პროდიუსერია ფილმების:
1. ნეტავი იქ თეატრი არის?! (2011) - დოკუმენტური
2. მშრალი ხიდის სიზმრები (2003)

გადაღებულია ფილმში:
1. დღესასწაული - (1988)






შეტყობინებები არ არის!


დამატებით იხილეთ:

  • 

    .

    Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.