მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შალვა დადიანი
შალვა დადიანი
21.05.1874 - 15.03.1959

ამ გვერდს გაეცნო 5352 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1874 წლის 21 მაისს, ზესტაფონში. 1893 წლიდან დაიწყო მსახიობობა ქუთაისის თეატრში. 1908 წელს ჩამოაყალიბა "მოძრავი დასი", რომელიც რევოლუციური შინაარსის სპექტაკლებს დგამდა საქართველოს სამრეწველო ცენტრებში. ქართული კინოს ერთ–ერთი პიონერი 1911 წლიდან ეწეოდა კინემატოგრაფიის პროპაგანდას და საჯარო ლექცია მოხსენებებით გამოდიოდა თბილისსა და ბაქოში. 1911 წელს უცხოური ფირმისთვის "პატე" დაწერა სცენარი "ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, მაგრამ ეს ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა. 1921 წ. დაინიშნა განსახკომის თეატრის განყოფილების გამგედ და 1921–22 წ.წ. ხელმძღვანელობდა კინემატოგრაფიის წარმოებასაც. მისი ინიციატივით გადაიღეს ფილმი "არსენა ჯორჯიაშვილი" თვითონ იყო სცენარისტი და კინომსახიობი. იგი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა საქართველოს მსახიობთა კავშირს, იყო თეატრალური საზოგადოების თავმჯოდომარე (1950-1959).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. უჟმური (1934)
2. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925)
3. ქარიშხლის წინ (1924)
4. მოძღვარი (1922)
5. არსენა ჯორჯიაშვილი (1921)

გადაღებულია ფილმებში:
1. შავ მთებში (სტეფანე) - (1941)
2. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე - (1925)
3. ქარიშხლის წინ - (1924)
4. მოძღვარი (მოძღვარი) - (1922)
5. სურამის ციხე (თავადი წერეთელი) - (1922)
6. არსენა ჯორჯიაშვილი - (1921)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.