მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კოტე მარჯანიშვილი
კოტე მარჯანიშვილი
09.06.1872 - 17.04.1933

ამ გვერდს გაეცნო 3083 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1872 წლის 9 ივნისს ყვარელში. 1894 წლიდან გამოდიოდა პროფესიონალურ სცენაზე თბილისისა და ქუთაისის თეატრებში, 1897 წლიდან რუსეთის თეატრებში ელისავეტგრადში, ქერჩში, ბაქოში, ტამბოვში, ტაშკენტში და სხვ. 1901 წლის იანვარში ცოლის საპატივსაცემოდ დადგა სპექტაკლი ჩეხოვის პიესის მიხედვით "ძია ვანია". 1904–1905 წლებში მუშაობდა რიგაში კონსტანტინე ნეზლობინის სახელობის თეატრში. 1908–1909 წლებში ოდესაში. 1909 წლიდან იყო მთავარი რეჟისორი მოსკოვის კონსტანტინე ნეზლობინის სახელობის თეატრში და სხვა მოსკოვის თეატრებში. 1916 წელს რუსეთში გადაიღო ფილმი "ყოვლისშემძლე სიყვარული". 1919 წლიდან კიევის თეატრების კომისარია, ხოლო 1922 წლიდან საქართველოშია და 1924 წელს იღებს ფილმს "ქარიშხლის წინ", რომელიც არ შემონახულა. მან გაზარდა საქართველოს მსახიობთა ახალგაზრდული პლეადა და კვლავ 1931 წლიდან მოსკოვში გააგრძელა მორვაწეობა.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. კომუნარის ჩიბუხი (1929)
2. კრაზანა (1928)
3. გოგი რატიანი (1927)
4. ამოკი (1927)
5. სამანიშვილის დედინაცვალი (1926)
6. ქარიშხლის წინ (1924)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. კომუნარის ჩიბუხი (1929)
2. კრაზანა (1928)
3. ამოკი (1927)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.