მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნიკოლოზ კახიძე
ნიკოლოზ კახიძე
07.10.1894

ამ გვერდს გაეცნო 2167 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1894 წლის 7 ოქტომბერს თბილისში. 1911-1918 წლებში სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, დამამთავრებელი გამოცდების ჩაბარებამდე გაიწვიეს არმიაში. 1919-1920 წლებში მუშაობდა კონფერანსიედ თბილისის ესტრადაზე. 1920 წლის დასასრულს მენშევიკების მთავრობამ მეხუთე პოლკში გაიწვია. გასაბჭოების შემდეგ ქუთაისის სასწავლო ბატალიონში გააგზავნეს. 1924-1925 წლებში კვლავ თბილისის ესტრადაზეა, ამავდროულად მუშაობს მუსიკალური სატირის თეატრში დირექტორად და სამხატვრო ხელმძღვანელად. 1925-1930 წლებში მსახიობი და რეჟისორია საქართველოს სახკინმრეწვში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ნორჩი მფრინავი (1928)
2. ორი ცელქი (1927)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. ორი ცელქი (1927)

გადაღებულია ფილმებში:
1. იბრაჰიმი და გოდერძი (ომარ ხანი–ბეგი) - (1927)
2. ვინ არის დამნაშავე ? (ჯეკი–კოვბოების შეფი) - (1925)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.