მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


ალექსანდრე ჟღენტი
ალექსანდრე ჟღენტი
04.04.1945


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 2682 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1945 წლის 4 აპრილს. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე – არაბული ქვეყნების ისტორიის სპეციალობით, 1965-1971 წლებში ი.კ. კარპენკო-კარის სახელობის კიევის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე (ვ. დენისენკოს სახელოსნო). 1972 წლიდან მუშაობდა რეჟისორად კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1978 წლიდან არის კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი. 1978–1982 წლებში იყო ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა სექციის თავმჯდომარე. 1990 წელს იყო ინიციატორი ფეხბურთში ეროვნული ჩემპიონატის ჩატარებისა. 1990-1991წლებში იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საექსპერტო კომიტეტის თავმჯდომარე. 1990 წელს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატი. 1991 წლიდან საქართველოს საპარლამენტო კინორეფორმის კომისიის თავმჯდომარე. არის ვასილ ამაშუკელისა და ალექსანდრე წუწუნავას საზოგადოების დამფუძნებელი (1991). 2002 წელს სპორტული კინოსა და ტელევიზიის მსოფლიო დღის დაარსების ინიციატორი. 2003 წლიდან არის საქართველოს სპორტული კინოსა და ტელევიზიის ფედერაციის პრეზიდენტი, 2008 წლიდან საპატიო პრეზიდენტი, 2005 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. 2008 წელს, ქ. ბათუმში გამართულ მართლმადიდებლური ფილმების III საერთაშორისო ფესტივალზე მიენიჭა პრიზი ”წმინდა ანდრიას ჯვარი” - კომუნისტური რეჟიმის პერიოდში შემოქმედებითი გამბედაობისათვის. აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1977).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ქართული ფეხბურთი 110 წლისაა (2011) - დოკუმენტური
2. საქართველოს ზარები (1993) - დოკუმენტური
3. გაუმარჯოს პრეზიდენტს! (1991) - დოკუმენტური
4. პირველი ეროვნული (1990) - დოკუმენტური
5. გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში? (1989) - დოკუმენტური
6. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს! (1987) - დოკუმენტური
7. გურია! გურია! გურია! (1984) - დოკუმენტური
8. სტადიონი (1980) - დოკუმენტური
9. ამბავი აფხაზი ჭაბუკისა (1977)
10. ცოტნე დადიანი (1971)
11. მონადირე (1970)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ქართული ფეხბურთი 110 წლისაა (2011) - დოკუმენტური
2. საქართველოს ზარები (1993) - დოკუმენტური
3. გაუმარჯოს პრეზიდენტს! (1991) - დოკუმენტური
4. პირველი ეროვნული (1990) - დოკუმენტური
5. გვჭირდება თუ არა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში? (1989) - დოკუმენტური
6. გაუმარჯოს ქართულ ფეხბურთს! (1987) - დოკუმენტური
7. გურია! გურია! გურია! (1984) - დოკუმენტური
8. ბაქანი (1984) - დოკუმენტური
9. სტადიონი (1980) - დოკუმენტური
10. ამბავი აფხაზი ჭაბუკისა (1977)
11. მშვიდობით კაპიტანო! (1973) - დოკუმენტური
12. მონადირე (1970)
13. ფანჯარა (1965)



 
 
 
 
 
 
 
   




შეტყობინებები:

1. ალიკო, ფეისბუკზე მაინც ვერ გნახე. გილოცავ დიდ ჯილდოს.
2011-11-08 - Merabi






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.