მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ზაქარია ბერიშვილი
ზაქარია ბერიშვილი
28.01.1887 - 09.05.1965

ამ გვერდს გაეცნო 4632 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1887 წლის 28 იანვარს. 1905–1921 წლებში სხვადასხვა დრამატულ დასში მუშაობდა. 1913 წელს ვალერიან გუნიასთან და სხვა ქართველ მსახიობებთან ერთად გადაიღეს ფილმში "კავკასიის დაპყრობა". 1921 წელს იყო ერთ–ერთი ორგანიზატორი განათლების სახალხო კომისარიატთან კინოსექციის შექმნისა. 1921– 1926 წლებში იყო კინოსექციისა და "სახკინმრეწვის" მსახიობი. 1926 წლიდან დაიწყო ფილმების გადაღება, 1946 წელს გადავიდა სადუბლიაჟო საამქროში. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1945), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1961).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ცანის ხეობის საუნჯე (1941)
2. მდინარის გაღმა (1935)
3. ტანია ფრონტზე (1931)
4. საკანი N 79 (1929)
5. ღრუბელთა თავშესაფარი (1928)
6. იბრაჰიმი და გოდერძი (1927)
7. სამანიშვილის დედინაცვალი (1926)

გადაღებულია ფილმებში:
1. ორი მეგობარი (ნინია) - (1937)
2. ამერიკანკა (ხილის დუქნის მეპატრონე) - (1930)
3. წარსულის საშინელებანი - (1925)
4. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") - (1925)
5. სამი სიცოცხლე (მეირა–მაკლერი) - (1924)
6. წითელი ეშმაკუნები (ბანდიტი) - (1923)
7. არსენა ყაჩაღი (მოურავი) - (1923)
8. მამის მკვლელი (გლახო–ნუნუს მამა) - (1923)
9. სურამის ციხე - (1922)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.