მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



რამაზ (ბუბა) ხოტივარი
რამაზ (ბუბა) ხოტივარი
23.06.1946


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 10134 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1946 წლის 23 ივნისს ქ. თბილისში. 1966 წელს დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი, თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. 1971 წელს მოსკოვის საკავშირო კინოინსტიტუტი (ВГИК) - კინორეჟისურის ფაკულტეტი (რომან კარმენის სახელსნო). 1968-1974 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში კინორეჟისორად. 1974 წლიდან კინოსტუდია “ქართული ფილმში” კინორეჟისორად. 1986-1991 წლებში კინოსტუდია “ქართული ფილმის” ახალგაზრდული შემოქმედებითი გაერთიანება “ადამ და ევას” სამხატვრო ხელმძღვანელად. 1988-1992 წლებში იყო ქართულ-ინგლისური ფირმა “მთვარის გლობუსის” გამგეობის წევრი და დირექტორი. 2004-2006 წლებში კინოსტუდია “მემატიანეს” დირექტორი. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1974).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ისლამი საქართველოში (2007) - დოკუმენტური
2. ლეხაიმ! (2005) - დოკუმენტური
3. მარკოზის სახარება (2004) - დოკუმენტური
4. დიმიტრი II (1982)
5. ჩირიკი და ჩიკოტელა (1975)
6. ლაზარეს თავგადასავალი (1973)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ისლამი საქართველოში (2007) - დოკუმენტური
2. ლეხაიმ! (2005) - დოკუმენტური
3. მარკოზის სახარება (2004) - დოკუმენტური
4. დიმიტრი II (1982)

პროდიუსერია ფილმების:
1. ლეხაიმ! (2005) - დოკუმენტური
2. მარკოზის სახარება (2004) - დოკუმენტური

გადაღებულია ფილმებში:
1. გზააბნეულნი (ბუბა) - (2013)
2. მდგმურები - (1989)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.