მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ლანა ღოღობერიძე
ლანა ღოღობერიძე
13.10.1928


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 12822 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1928 წლის 13 ოქტომბერს თბილისში. 1950 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი (1954). 1957 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1959 წელს დაამთავრა საკავშირი სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი ( სერგეი გერასიმოვასა და თამარა მაკაროვის სახელოსნო). 1975–1988 წლებში თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტს. ავტორია მონოგრაფიის "უოლტ უიტმენ" (1955), უოლტ უიტმენის, პ. თაგორის, პ. ბერლენას, ანა ახმატოვის, ბორის პასტერნაკის და სხვათა ლექსების მთარგმნელი. 1999– 2006 წლებში საქართველოს ელჩი ევროკავშირში. საქართველოს სახალხო არტისტი (1979). სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980). სან–რემოს (1979), ტოკიოს (1987), ბერლინის (1993), და სხვა კინოფესტივალების პრემიების ლაურეატი.







შეტყობინებები:

1. მოგესალმებით, დიდი მადლობა ასეთი საიტის შექმნისთვის, არაერთხელ მისარგებლია აქ განთაქვსებული ინფორმაციით. ამჯერად, ლანა ღოღობერიძის ფილმ ბუბას ვეძებ, მაგრამ ინტერნეტ სივრცეში ვერსად ვნახე. თუ არის შესაძლებელი, რომ ატვირთოთ საიტზე? ან თუ იცით, სად შეიძლება მოვიძიო? უდიდეს დახმარებას გამიწევდით.
2012-06-20 - თეო ლომსაძე






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.