მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ოთარ იოსელიანი
ოთარ იოსელიანი
02.02.1934


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 15879 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში. 1952 წელს დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი. 1953-1955 წლებში სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაქანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე. 1965 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ალექსანდრე დოვჟენკოს და მიხეილ ჭიაურელის სახელოსნო). 1956 წლიდან სწავლის პარალელურად მუშაობდა კინოსტუდია "ქართულ ფილმში" რეჟისორის ასისტენტად, 1956–1959 წლებში მემონტაჟედ, 1959– 1961 წლებში დოკუმენტური ფილმების რეჟისორად, ხოლო 1961 წლიდან იყო სტუდიის რეჟისორი და სცენარისტი. 80-იანი წლებიდან მოღვაწეობს საფრანგეთში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს სახალხო არტისტი (1984). მიღებული აქვს რუსეთის დამოუკიდებელი პრემია "ტრიუმფი" (1993), ბერლინის აკადემიის მთავარი პრემია (1995), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1998), საფრანგეთის აკადემიის ოქროს მედალი (1999).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. შანტრაპა (2010)
2. Jardins en automne (F, 2006)
3. Lundi matin (F, 2002)
4. Adieu, plancher des vaches! (F, 1999)
5. ყაჩაღები, თავი VII (1996)
6. Seule, Georgie (F, 1994)
7. Chasse aux papillons, La (F, 1992)
8. Et la lumière fut (F, 1989)
9. Un petit monastère en Toscane (F, 1988)
10. Favoris de la lune, Les (F, 1984)
11. Euzkadi été (F, 1983)
12. Sept pièces pour cinéma noir et blanc (F, 1983)
13. Lettre d'un cinéaste (F, 1982)
14. პასტორალი (1975)
15. იყო შაშვი მგალობელი (1970)
16. ძველი ქართული სიმღერები (1969) - დოკუმენტური
17. გიორგობისთვე (1966)
18. თუჯი (1964) - დოკუმენტური
19. აპრილი (1962)
20. საპოვნელა (1959) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. შანტრაპა (2010)
2. Jardins en automne (F, 2006)
3. Lundi matin (F, 2002)
4. Adieu, plancher des vaches! (F, 1999)
5. ყაჩაღები, თავი VII (1996)
6. Seule, Georgie (F, 1994)
7. Chasse aux papillons, La (F, 1992)
8. Et la lumière fut (F, 1989)
9. Favoris de la lune, Les (F, 1984)
10. პასტორალი (1975)
11. იყო შაშვი მგალობელი (1970)
12. ძველი ქართული სიმღერები (1969) - დოკუმენტური
13. თუჯი (1964) - დოკუმენტური
14. აპრილი (1962)

მემონტაჟეა ფილმების:
1. შანტრაპა (2010)
2. ყაჩაღები, თავი VII (1996)

გადაღებულია ფილმში:
1. ამბავი ერთი ქალიშვილისა - (1960)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.