მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი (გია) ლაფაური
გიორგი (გია) ლაფაური
18.03.1957


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5395 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 18 მარტს, ქ. თბილისში. 1981 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტი მხატვარ-გრაფიკოსის სპეციალობით, 1980-1982 წლებში კინო-ტელე ანიმაციის კურსი, კინოს დამდგმელი მხატვარი, უმაღლესი კატეგორია. 1981 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტიპლიკაციური ფილმების სტუდიაში მხატვრად და სცენარისტად, 1988-1989 წლებში ანიმაციურ ფილმებზე იმუშავა ბულგარეთის და ჩეხეთის სტუდიებში. 1981 წლიდან განხორციელებული აქვს რამდენიმე თეატრალური დადგმა საქართველოსა და გერმანიაში. 1983-2003 წლებში იყო სხვადასხვა ბეჭდვითი გამოცემების მთავარი მხატვარი, მხატვარ-დიზაინერი. 2006 წლიდან ტურისტული კომპანია "ალიონი-ტური"-ს დამაარსებელი და რეგიონალური მენეჯერი. 2007 წლიდან "კვირის პალიტრის" საგამომცემლო სახლის მხატვარი და სტუდია "ანიმა გეორგია"-ს დამაარსებელი. მონაწილეობდა რამოდენიმე პერსონალურ და ჯგუფურ გამოფენებზე. მიღებული აქვს სხვადასხვა კინოფესტივალის პრიზები.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები? (2009) - ანიმაციური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები? (2009) - ანიმაციური
2. მოგზაურობა ისტორიაში (2005) - ანიმაციური
3. მოწმე (1991) - ანიმაციური
4. ალიყური (1989) - ანიმაციური

პროდიუსერია ფილმის:
1. მოგზაურობა ისტორიაში (2005) - ანიმაციური

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მაყურებელთა დარბაზები (2013)
2. რატომ აქვს კურდღელს დიდი ყურები? (2009) - ანიმაციური
3. მოგზაურობა ისტორიაში (2005) - ანიმაციური
4. განხეთქილების ვაშლი (2003) - ანიმაციური
5. მოწმე (1991) - ანიმაციური
6. ალიყური (1989) - ანიმაციური
7. პროფილი და ანფასი (1988) - ანიმაციური
8. ფაკირი (1979) - ანიმაციური


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.