მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



რევაზ (რეზო) ჩხეიძე
რევაზ (რეზო) ჩხეიძე
08.12.1926


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 13980 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქუთაისში. 1943-1946 წლებში სწავლობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (სერგეი იუტკევიჩისა და მიხაილ რომის სახელოსნო). იმავე წელს თავისი სცენარით შექმნა დოკუმენტური ფილმი "ბორის პაიჭაძე". 1954 წელს თენგიზ აბულაძესთან ერთად გადაიღო ორი დოკუმენტური ფილმი, ხოლო 1955 წელს უკვე მხატვრული ფილმი "მაგდანას ლურჯა", რომელმაც კანის საერთაშორისო კინოფესტივლის პრიზი მიიღო (1956). 1973-2005 წლებში კინოსტუდია ”ქართული ფილმის” დირექტორი. საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1980)


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008)
2. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989)
3. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (1980)
4. ნერგები (1972)
5. ღიმილის ბიჭები (1969)
6. ჯარისკაცის მამა (1964)
7. ზღვის ბილიკი (1962)
8. განძი (1961)
9. მაია წყნეთელი (1959)
10. ჩვენი ეზო (1956)
11. მაგდანას ლურჯა (1955)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008)
2. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (1989)
3. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (1980)
4. ქერათმიანი ქალიშვილი (1968)

პროდიუსერია ფილმების:
1. ხატი (2012)
2. მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი (2008)
3. აქ თენდება (1998)

გადაღებულია ფილმში:
1. წარსული მუდამ ჩვენთანაა - (1989)






შეტყობინებები:

1. გამარჯობათ ბატონო რეზო ჩხეიძე,მე ვარ ნინი კიწმარეიშვილი 31საჯარო სკოლის მოსწავლე,წელს მე ვისწავლე მაგდანას ლურჯა რომელიც ძალიან მომეწონა მაგრამ ფინალმა ძალიან ამაღელვა ,გთხოვთ მომწეროთ თუ რატომ წაართვით მაგდანას ლურჯა და რატომ გააკეთეთასე?ძალიან ძალიან ბევრი ხანი იცოცხლეთ სულ ჯანრმთელი და გახარებილი ყოფილიყავით-ნინი4კლასელი
2013-02-11 - nini

2. ბატონო რევაზ, მე ვცხოვრობ ქ.ქუთაისში.ვსწავლობ31–ე სკოლის 4–ე კლასში. წელს ვისწავლეთ მაგდანას ლურჯა,ვნახეთ თქვენი–ფილმიც.ძალიან მომეწონა მაგრამ ფინალმა გული მატკინა.გთხოვთ მომწეროთ, რატომ გადაწყვიტეთ მაგდანასთვის ლურჯას წართმევა? დიდხანს იცოცხლეთ და იდღეგრძელეთ.კიდევ მრავალი ფილმები გეჩუქებინოთ ქართველი მაყურებლისთვის.სიყვარულით კოზმავა ლიზა.
2013-02-04 - ლიზი






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.