მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შოთა მანაგაძე
შოთა მანაგაძე
19.03.1903 - 21.07.1977

ამ გვერდს გაეცნო 9305 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1903 წლის 19 მარტს ქუთაისში. 1921 წლიდან სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1926 წელს დაამთავრა თბილისის გიორგი ჯაბადარის თეატრალური სტუდია, 1938 წელს კი მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტი (აკადემიის ტიპის სარეჟისორო ფაკულტეტი). 1927–1928 წლებში ქუთაისის დრამატული თეატრის რეჟისორი და სამხატვრო ხელმძღვანელია, 1929–1931 წლებში თბილისის მუშათა ახალგაზრდობის თეარტის ხელმძღვანელი, 1932 – თბილისის წითელი არმიის თეატრის რეჟისორი. 1934–1936 წლებში მუშათა ახალგაზრდობის რესპუბლიკური თეარტის მხატვრული ხელმძღვანელი და დირექტორია. 1938 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია “ქართულიფილმის” რეჟისორად. საქართველოს სახალხო არტისტი (1966).







შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.