მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


მიხეილ ჭიაურელი
მიხეილ ჭიაურელი
06.02.1894 - 31.10.1974

ამ გვერდს გაეცნო 3470 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1894 წლის 6 თებერვალს თბილისში. 1912 წელს დაამთავრა თბილისის ფერწერისა და სკულპტურის სკოლა იაკობ ნიკოლაძის ხელმძღვანელობით. 1915 წლიდან იყო თბილისის, ქუთაისის და ბათუმის თეატრების მსახიობი, რეჟისორი და მხატვარი. 1921 წელს დაარსა თბილისის სატირის თეატრი. 1925–1927 წლეებში იყო რეჟისორი და მხატვრული ხელმძღვანელი "მუშათა თეატრის" და "წითელი თეატრის". დავით ძნელაძესთან ერთად არის მუსიკალური თეატრის (ვასო აბაშიძის სახელობის) ფუძემდებელი. კინოში მისი შემოქმედება დაიწყო მსახიობობით. საქართველოს სახალხო არტისტი(1943), საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი (1948). სტალინური პრემიების ლაურეატი (1941, 1943, 1946, 1947, 1950). მიღებული აქვს ვენეციის საკავშირო კინოფესტივალის ოქროს მეადლი (1946).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)
2. გენერალი და ზიზილები (1963)
3. ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960)
4. ოთარაანთ ქვრივი (1957)
5. Незабываемый 1919-й (Ru, 1951)
6. Падение Берлина (Ru, 1949)
7. ფიცი (1946)
8. გიორგი სააკაძე (1943)
9. დიადი განთიადი (1938)
10. არსენა (1937)
11. უკანასკნელი მასკარადი (1934)
12. ხაბარდა (1931)
13. უკანასკნელ საათს (1929)
14. საბა (1929)
15. პირველი კორნეტი სტრეშნიოვი (1928)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. რაც გინახავს, ვეღარ ნახავ (1965)
2. გენერალი და ზიზილები (1963)
3. ამბავი ერთი ქალიშვილისა (1960)
4. ოთარაანთ ქვრივი (1957)
5. Незабываемый 1919-й (Ru, 1951)
6. Падение Берлина (Ru, 1949)
7. ფიცი (1946)
8. დიადი განთიადი (1938)
9. არსენა (1937)
10. უკანასკნელი მასკარადი (1934)
11. ხაბარდა (1931)

დამდგმელი მხატვარია ფილმის:
1. სამანიშვილის დედინაცვალი (1926)

გადაღებულია ფილმებში:
1. ნათელა (ჯონდო–მიქავას მეგობარი) - (1926)
2. ხანუმა (დიტო–ადამის ძმისწული) - (1926)
3. ათასის ფასად ("დაჰკრა ჟამმა") (გარუნი) - (1925)
4. დაკარგული საუნჯე - (1924)
5. სურამის ციხე (ოსმან აღა) - (1922)
6. არსენა ჯორჯიაშვილი (არსენა ჯორჯიაშვილი) - (1921)







შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.