მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილი
ვახტანგ კუნცევ–გაბაშვილი
10.12.1973


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 4128 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1973 წლის 10 დეკემბერს თელავში. 1996 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის საოპერატორო ფაკულტეტი (ლევან პაატაშვილის სახელოსნო). მისი სადიპლომო ნამუშევარი ფილმი "დილის რომანსი" არის ორი გრან–პრის მფლობელი (სტრასბურგი და თურქეთი) და 11 საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი.
1997-2003 წლებში სწავლობდა მიუნხენის უმაღლეს კინოაკადემიაში საპროდიუსერო ფაკულტეტზე (DAAD სტიპენდიანტი).
2003-2005 წლებში გერმანიაში თანამშრომლობს ფირმასთან "ვარშტაინერი", მასთან ერთად აფრიკაში გადაიღო ფილმი "Jambo Kenia!" და მუსიკალური კლიპები.
2003 წელს დაარსა ქართულ–გერმანული სტუდია "აკრობატი".
ამჟამად ასწავლის თბილისის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში და ტელევიზიისა და რადიოს ინსტიტუტში. მუშაობს კინოსტუდია „სანგუკო"–ში.
1998 წლიდან არის მიუნხენის საერთაშორისო კინოფესტივალის ტექნიკური კოორდინატორი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური
4. სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკუმენტური
5. დილის რომანსი (1996)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური
4. დილის რომანსი (1996)

პროდიუსერია ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური
4. სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკუმენტური

დამდგმელი ოპერატორია ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური
4. სახლი, სადაც იბადებიან ზღაპრები (2002) - დოკუმენტური
5. დილის რომანსი (1996)
6. ქვა (1996)

ხმის რეჟისორია/ოპერატორია ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური
4. როკვით განფენილნი (2005) - დოკუმენტური

მემონტაჟეა ფილმების:
1. ოცნება (2009) - დოკუმენტური
2. ჩემი მყუდრო და საოცნებო სახლი (2009) - დოკუმენტური
3. დავიწყებული პორტრეტი ინტერიერში (2006) - დოკუმენტური


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.