მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



შოთა არჩვაძე
შოთა არჩვაძე
21.01.1926 - 18.03.1998


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5603 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1926 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში. 1948–50 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. 1947–52 წლებში მუშაობდა საქართველოს რადიოინფორმაციის კომიტეტში ჯერ კორესპონდენტად, შემდეგ რედაქტორად. 1954–56 წლებში კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ კინორეჟისორის ასისტენტად. 1956–70 წლებში საქართველოს ტელევიზიაში უფროს რედაქტორად. 1970–93 წლებში კომპანია „ქართულ ტელეფილმში“ უფროს რედაქტორად, სასცენარო–სარედაქციო კოლეგიის წევრად. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967). საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. თბილისის ბოტანიკური ბაღი (1957) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მზე ჭიქაში (1963)
2. ექიმი მიდის ფეხბურთზე (1962)
3. თბილისის ბოტანიკური ბაღი (1957) - დოკუმენტური





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.