მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე თაყაიშვილი
ალექსანდრე თაყაიშვილი
29.09.1895 - 30.10.1958

ამ გვერდს გაეცნო 3602 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1895 წლის 29 სექტემბერს სოფელ აღბულაღში (თეთრიწყაროს რაიონი). სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, 1915 წელს გადავიდა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1917 წელს მობილიზაციით გაგზავნეს სამხედრო სკოლაში, რომელიც იმავე წელს დაამთავრა პროპორშიკის ჩინით და განაწესეს ქუთაისის სათადარიგო პოლკში. მალე სამხედრო სამსახურს თავი დაანება და სწავლა დაიწყო თბილისის რუსული თეატრის სტუდიაში პროფესორ გ. გლავიცკის ხელმძღვანელობით. პარალელურად მუშაობდა სასამართლოში. 1928 წელს დოდო ანთაძესთან ერთად დაარსა მოზარდ–მაყურებელთა თეატრი და იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი 1945 წლამდე. 1945–1956 წლებში იყო გრიბოედოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1934). საქართველოს სახალხო არტისტი (1941).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. პირველი დღე (1936)
2. მზიანი ბილიკი (1932)
3. ბანაკი მთაში (1930)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. პირველი დღე (1936)
2. მზიანი ბილიკი (1932)
3. ბოშური სისხლი (1928)

გადაღებულია ფილმებში:
1. მანანა - (1958)
2. მაგდანას ლურჯა (მოსამართლე) - (1955)
3. ნახვამდის - (1934)
4. ჰასანი (ალი–ჰასანის და ფატმას შვილი) - (1932)
5. უდაბნო - (1932)
6. უკანასკნელ საათს - (1929)
7. ჩემი ბებია (ბიუროკრატი) - (1929)
8. ღრუბელთა თავშესაფარი (ზვიადი–სარქალი) - (1928)
9. ბოშური სისხლი (მურდო) - (1928)
10. ბელა (კაზბიჩი) - (1927)
11. გოგი რატიანი (ვაჭარი) - (1927)
12. გიული (ოვანესა–ყველით მოვაჭრე) - (1927)
13. მაქსიმ მაქსიმიჩი - (1927)
14. თავადის ასული მერი (ექიმი ვერნერი) - (1926)
15. შუქურას საიდუმლოება (მეზღვაური) - (1925)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.