მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი (გოგი) ხარაბაძე
გიორგი (გოგი) ხარაბაძე
12.07.1942


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6245 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1942 წლის 12 ივლისს თბილისში. 1959–1963 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე. 1963 წლიდან რუსთაველის თეატრის მსახიობია.1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის, ხოლო 1987 წელს – სახალხო არტისტის წოდება.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმის:
1. სატელევიზიო ოთხთავი (1996)

გადაღებულია ფილმებში:
1. შანტრაპა - (2010)
2. გასეირნება ყარაბაღში (თენგიზი) - (2005)
3. მარტოობის ორდენის კავალერი - (1999)
4. სატელევიზიო ოთხთავი - (1996)
5. ოქროს ობობა (ექიმი) - (1992)
6. მოკვეთილი (ბიცანტური) - (1992)
7. ელზა (გიორგი) - (1991)
8. ბესამე (რექსაჩი) - (1989)
9. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (ჰერცოგი) - (1989)
10. ეტლი შარაგზაზე - (1989)
11. გამოცხადება (მირიან ტაბიძე) - (1988)
12. ერთ პატარა ქალაქში (გიორგი ლეჟავა) - (1985)
13. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) (მერაბ სეთურიძე) - (1980)
14. დათა თუთაშხია (კაზა ჩხეტია) - (1978)
15. ჩამავალი მზე - (1970)
16. ფერისცვალება - (1968)
17. ჩემი მეგობარი ნოდარი (ნოდარი) - (1967)
18. გიორგობისთვე (ოთარი) - (1966)





შეტყობინებები:

1. დიდ პიროვნებას,გამოჩენილ ხელოვანს ჯანრმთელობა და დიდი წარმატებები!
2013-07-12 - თემურ ვეკუა

2. გამარჯობათ ბატონო გოგი,
ძალიან მომწონს, რასაც თქვენ აკეთებთ, გისურვებთ წარმატებებს.

გიგზავნით საკუთარ ლექსს.
საქართველო
შემოღამების ზარის ხმა მესმის, ვაზის სიმღერაც განსხვავებული, სად არის ფესვი საქართველოსი, ნაყოფი მისი მუდამ ქებული. შენ ხომ მიწა ხარ, რჩეულთრჩეული და გაფარია ღვთისმშობლის კალთა, დარდს არ მიეცე და ეს დროებაც, როგორც მარადჟამს, ჩაივლის ალბათ.
შემოღამების რეკენ ზარები... არგინეთიდან გავყურებ სხალთას, კავკასიონის ღმუილი მესმის და ზღვის ტალღების მშფოთვარედ ტანჯვა. სამშობლოვ ჩემო, ღმერთით ქებულო და მისგან მუდამ შეწყალებულო, ეს შენი ერი, მიწა და წყალი, მუდამ იქნება სიცოცხლის დარი.
შენი სული ხომ მუდამ ბრძენია - სვეტიცხოველი, სხალთა და ზარზმა, ნეტავ დღეს ეშმა რად შესჩენიათ, ალათს რად ფარავს ბოროტის ფარდა. დუმილის წყარო დაულევიათ ჭოროხს, ფსოუს და მქუხარე არაგვს, მზეც მორიდებით გვიგზავნის სითბოს, თითქოს რცხვენია დროების, ალბათ.
კაენთა მოდგმის რისხვამ დაგვფარა, უხილავ შიშის სიმწრის სუნი დგას. შეგვინდე, ღმერთო, გაგვიღე კარი და მოგვიტევე ნამოქმედარი. სამშობლოს ცაზე ისევ ინათებს, მის სხივებზე რომ ჯვარით დგას ქალი, ენა, მამული, სარწმუნოება, გენის სიბრძნეა და ერის ქნარი.
მიაღწევს ლოცვა უფლის ფანჯრებთან და განათდება ცა ზეციური, სიმართლის სხივი ვაზს ააყვავებს და გაბრწყინდება კვართი ღვთიური. შენც ხვთიური ხარ, შეიშრე ცრემლი, ნაყოფიც შენი იბერიული, სიყვარულს შეგთხოვს მოწყალე ერი, გონი ქართული, სეითისეული.
2011-09-24 - როინი რიჟვაძე






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.