მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ივანე პერესტიანი
ივანე პერესტიანი
13.04.1870 - 14.05.1959

ამ გვერდს გაეცნო 10831 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1870 წლის 13 აპრილს ტაგანროგში. კინოში პირველად 1916 წელს გამოჩნდა, კინოსააქციო საზოგადოება "ხანჟონკოვი და კომპანიის" მიერ გადაღებულ სურათში "ნუ ერეკები მეეტლევ ცხენებს" მთავარი,– პეტრე ზაბროდინის როლი შეასრულა. შემდეგ მონაწილეობას იღებდა თითქმის ყველა იმ სურათში, რომელსაც "ხანჯონკოვი და კომპანია" იღებდა. წერდა სცენარებს. 1917 წელს საკუთარი სცენარით გადაიღო კომედია "თხები, ბეკეკა თხები". იყო საზოგადოება "მშობლიური კინემატოგრაფის კავშირის" თავჯდომარე. მუშაობდა პედაგოგად რუსეთის სხვადასხვა სასწავლებლებში. 1921 წელს საქართველოში ჩამოვიდა და განათლების სახალხო კომისარიატთან არსებულ კინოსექციაში მუშაობა დაიწყო. 1926–1928 წლებში ოდესის კინოსტუდიაში დადგა ფილმები: "ზვავი", "ჭორი". 1928–1932 წლებში მუშაობდა სომხეთის კინოწარმოება "არმენკინოში", აქ გადაიღო ფილმები; "ზამალუ"(1929), "ანუში"(1931). 1937 წელს კვლავ სახკინმრეწვში დაბრუნდა და დადგა საბავშო ხმოვანი ფილმი "ორი მეგობარი". საქართველოს სახალხო არტისტი (1949).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ორი მეგობარი (1937)
2. Лодырь (Ru, 1932)
3. Anush (Am, 1931)
4. Замаллу (Ru, 1929)
5. Scandal? (Ru, 1929)
6. Сплетня (Ru, 1928)
7. გაფლანგვა (1927)
8. კრაზანას ბუდე (1927)
9. ილან დილი (1926)
10. სავურ მოგილა (1926)
11. შირვანსკაიას დანაშაული (1926)
12. სასჯელი (1926)
13. ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე (1925)
14. სამი სიცოცხლე (1924)
15. წითელი ეშმაკუნები (1923)
16. კაცი კაცისთვის მგელია (1923)
17. სურამის ციხე (1922)
18. არსენა ჯორჯიაშვილი (1921)
19. В дни борьбы (Ru, 1920)
20. Otets i syn (Ru, 1919)
21. Chestnoe slovo (Ru, 1918)
22. Eva (Ru, 1918)
23. Kozy.. kozochki.. kozly.. (Ru, 1917)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ფორპოსტი (1941)
2. ორი მეგობარი (1937)
3. Anush (Am, 1931)
4. კრაზანას ბუდე (1927)
5. სამი სიცოცხლე (1924)
6. კაცი კაცისთვის მგელია (1923)
7. სურამის ციხე (1922)
8. В дни борьбы (Ru, 1920)
9. Chestnoe slovo (Ru, 1918)
10. Revolutsioner (Ru, 1917)
11. Grif starogo bortsa (Ru, 1916)

გადაღებულია ფილმებში:
1. აკაკის აკვანი (გიმნაზიის დირექტორი) - (1947)
2. დავით გურამიშვილი (ვოლინსკი–ანა იანოვანას მინისტრი) - (1946)
3. გიორგი სააკაძე (რუსეთის ელჩი) - (1943)
4. დიადი განთიადი (გენერალი) - (1938)
5. არსენა (ბარონი როზენი) - (1937)
6. კაცი კაცისთვის მგელია (კარტერი–პოლიციის აგენტი) - (1923)
7. არსენა ჯორჯიაშვილი (ვორონცოვ-დაშკოვი) - (1921)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.