მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თეიმურაზ ბუტიკაშვილი
თეიმურაზ ბუტიკაშვილი
29.08.1961


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5474 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1961 წლის 29 აგვისტოს თბილისში. 1979–1981 წლებში სწავლობდა თბილისის სერგო ზაქარიაძის სახელობის კულტურულ საგანმანათლებლო სასწავლებელში თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე. 1983–1988 წლებში კიევის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტზე – კინო–ტელე რეჟისურის სპეციალობით. 1978–1979 წლებში მოღვაწეობდა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში – რეკვიზიტორად, მხატვარ–დეკორატორის ასისტენტად. 1990 წლიდან სტუდია "ქართული ტელეფილმის" რეჟისორია, 1997 წლიდან არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ინსტიტუტის აუდიო–ვიზუალურ ხელოვნებათა კათედრაზე შემოქმედებითი სახელოსნოს ხელმძღვანელი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1996).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ჩამოფასებულები (2007)
2. პროფესია კინორეჟისორი (1997) - დოკუმენტური
3. რა გაცინებს? (1996)
4. კერპი (1992)
5. სტუმარი (სირცხვილი) (1990)

პროდიუსერია ფილმის:
1. ჩამოფასებულები (2007)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.