მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



იოსებ (სოსო) ჩხაიძე
იოსებ (სოსო) ჩხაიძე
18.03.1937 - 03.08.1992


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 7724 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1937 წლის 18 მარტს თბილისში. 1960 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით – პოლიგრაფიული წარმოების ინჟინერ–ტექნოლოგი. 1964–1969 წლებში სწავლობდა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (გრიგოლ ჩუხრაის სახელოსნო). 1961 წლიდან მუშაობას იწყებს საქართველოს ტელე–რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტში, ჯერ რეჟისორის ასისტენტად, ხოლო შემდეგ – კინორეჟისორად. 1967 წელს გადაიღო ორნაწილიანი დოკუმენტური ფილმი ”კოლხეთი”. მისი მოღვაწეობა მჭიდროდ უკავშირდება საქართველოს სატელევიზიო ფილმების სტუდიას. შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1979). მიღებული აქვს პრიზები 1981 წელს მანჰაიმის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) კინო და სატელევიზიო ფილმების 30–ე საერთაშორისო ფესტივალზე სამი ძირითადი პრიზი – საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისურა, კათოლიკური პრიზი ჰუმანურობისათვის. 1983 წელს დაჯილდოვდა ალბერტ შვაიცერის მშვიდობის მედლით.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. შვიდკაცა (1992)
2. თუში მეცხვარე (1976)
3. მეთხუთმეტე ზაფხული (1971)
4. ძველი ქართული საგალობლები (1970) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:
1. შვიდკაცა (1992)
2. თუში მეცხვარე (1976)
3. მეთხუთმეტე ზაფხული (1971)
4. ძველი ქართული საგალობლები (1970) - დოკუმენტური


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.