მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ბესარიონ (ბესო) სოლომანაშვილი
ბესარიონ (ბესო) სოლომანაშვილი
14.08.1964

ამ გვერდს გაეცნო 3206 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 14 აგვისტოს თბილისში. 1981–1982 წლებში მუშაობდა სხვადასხვა საპროექტო ინსტიტუტებში ტექნიკოს–მხაზველად. 1982–1987 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტზე. 1987–1988 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტის ლითონთა შედუღების კათედრაზე ინჟინერ–კონსტრუქტორად, 1988–1990 წლებში – მთათუშეთის სოფელ ომალოს სკოლაში ფიზიკა–მათემატიკის მასწავლებლად, 1990–1991 წლებში – მარჯანიშვილის თეატრში რეკვიზიტორად და "ტელეფილმში" გამნათებლად. 1991–1996 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე (გიორგი შენგელაიას სახელოსნო).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. დეტონატორი (2013)
2. სისხლიანი სცენარი (1996)
3. ვერნისაჟი (1995)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. დეტონატორი (2013)
2. სისხლიანი სცენარი (1996)
3. ვერნისაჟი (1995)

კომპოზიტორია ფილმების:
1. სისხლიანი სცენარი (1996)
2. ვერნისაჟი (1995)

გადაღებულია ფილმებში:
1. კომენდანტის საათი - (2006)
2. ფანჯარა - (2005)
3. სამოთხე ჩვენი ქალაქის ქუჩებში - (2000)
4. დაბადების დღე - (1994)
5. ასლანი და ელზა - (1992)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.