მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი
ალექსანდრე (სანდრო) ვახტანგოვი
30.01.1964


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 7110 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1964 წლის 30 იანვარს თბილისში. 1985 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტის ტელესარეჟისორო ფაკულტეტი. 1987–1988 წლებში გაიარა სტაჟირება მოსკოვის დოკუმენტური ფილმების ცენტრალურ სტუდიაში. 1985-1988 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში რეჟისორად. 1989–2001 წლებში კომპანია "ქართული ტელეფილმის" რეჟისორად. 1995–1998 წლებში იყო პირველი ქართული დამოუკიდებელი ტელერადიო ინსტიტუტის რექტორი. 2002-2003 წლებში სტუდია აუდიენციის სამხატვრო ხელმძღვანელი. 2003 წლიდან სტუდია "სანდრო ვახტანგოვ პროდაქშნ"–ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი. ევრაზიის ტელეაკადემიის ნამდვილი წევრი (2004). ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (2006). 30 სატელევიზიო ფილმის ავტორი და რეჟისორი, 300–ზე მეტი ტელეგადაცემის და ვიდეოკლიპის ავტორი, რეჟისორი და პროდიუსერი.
მიღებული ჯილდოები: სპეციალური დიპლომი კანის სატელევიზიო ფესტივალზე (1994) – ფილმი "ოდეონი"; მანა 96 (1996) – წლის საუკეთესო რეჟისურა; მონტროს ფესტივალის "ოქროს ვარდი" სპეციალური დიპლომი (1998) –ფილმი "ბალეტმაისტერი"; ფილმი "პოსტსაბჭოთა სიზმრები" ნომინირებული იყო ფესტივალზე EMMY International (2000); საქართველოს სახელმწიფო პრემია (2001) – ფილმი "პილიგრიმობა ევროპიდან იერუსალიმში".


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) - დოკუმენტური
2. გია ყანჩელი (2001) - დოკუმენტური
3. ღამის სიზმრები (1999)
4. ქარაგმა (1998)
5. ლიანა ისაკაძე, ვივალდი და ზღვა (1998) - დოკუმენტური
6. ეფემერა (1997) - დოკუმენტური
7. ბალეტმაისტერი (1996)
8. ვან გოგის ყური (1996)
9. წელიწადის დრონი (1996) - დოკუმენტური
10. არტისტის დაბრუნება (1995) - დოკუმენტური
11. THE FLASH ART (1994)
12. ODEON (1993)
13. Radio City (1991)
14. ღამე (1987)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) - დოკუმენტური
2. გია ყანჩელი (2001) - დოკუმენტური
3. ღამის სიზმრები (1999)
4. ქარაგმა (1998)
5. ლიანა ისაკაძე, ვივალდი და ზღვა (1998) - დოკუმენტური
6. ეფემერა (1997) - დოკუმენტური
7. ბალეტმაისტერი (1996)
8. ვან გოგის ყური (1996)
9. წელიწადის დრონი (1996) - დოკუმენტური
10. არტისტის დაბრუნება (1995) - დოკუმენტური
11. THE FLASH ART (1994)
12. ODEON (1993)
13. Radio City (1991)
14. ღამე (1987)

პროდიუსერია ფილმის:
1. ერთი ოჯახის ქრონიკები (2012) - დოკუმენტური

დამდგმელი ოპერატორია ფილმის:
1. ღამე (1987)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.