მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნარგიზა გარდაფხაძე
ნარგიზა გარდაფხაძე
28.03.1955


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 6717 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1955 წლის 28 მარტს. 1973 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალური ათწლედი, 1978 წელს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981 წელს ამავე კონსერვატორიის ასპირანტურა მუსიკათმცოდნეობის დარგში (სადისერტაციო ნაშრომი – გია ყანჩელის სიმფონიები). 1982––1984 წლებში სწავლობდა მოსკოვის უმაღლეს სარეჟისორო კურსებზე, რეჟისორის სპეციალობით.
1981–1992 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელეფილმების სტუდიაში რეჟისორად. 1993–1994 წლებში ტელეკომპანია "იბერვიზიას" გადაცემის რეჟისორად. 1998–1999 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან არსებული უცხოურ ინვესტორთა საკანონმდებლო ხელშეწყობის საბჭოში მოწვეული სპეციალისტი. 2001-2002 საქართველოს ტელე–რადიოკორპორაცია "ალიონის" რუბრიკის "შოუბიზნესის სიახლეების" ავტორი და წამყვანი. 2002-2005 წლებში ტელეკომპანია "იმედის"–პროდიუსერი, აღმასრულებელი პროდიუსერი, რეჟისორი გადაცემისა "არჩევანი თქვენ". 2006 წლიდან მუშაობდა შემდეგი გადაცემების რეჟისორად: "თქვენი ექიმი", "პირველი ნაბიჯი", "გზა ჯანმრთელობისაკენ".
დაჯილდოებულია საერთაშორისო კინოფესტივლის პრიზებით ტამპერე (ფინეთი – 1983), თბილისი (1987) ფილმისათვის "ძილისპირული".


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ორშაბათი (1987)
2. სამი ამბავი ტელეფონით (1984)
3. ძილისპირული (1983)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. სამი ამბავი ტელეფონით (1984)
2. ძილისპირული (1983)


 
 
 




შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.