მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ზაზა ხალვაში
ზაზა ხალვაში
17.05.1957


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5749 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1957 წლის 17 მაისს ბათუმში. 1979 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1982 წელს – შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძის და რეზო ჩხეიძის სახელოსნო). 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია ”ქართულ ფილმში” ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ – რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო ინსტიტუტში ასწავლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე–კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007 წლის თებერვლიდან – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მიზერერე (1996)
2. იქ-ჩემთან (1990)
3. ექო (1985)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მიზერერე (1996)
2. იქ-ჩემთან (1990)
3. ექო (1985)

გადაღებულია ფილმში:
1. ნატვრის ხე - (1976)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.