მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გიორგი მაკაროვი
გიორგი მაკაროვი
10.02.1897 - 21.10.1966

ამ გვერდს გაეცნო 4262 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1897 წლის 20 თებერვალს თბილისში. სწავლობდა აღმოსავლური ენების ლაზარევის ინსტიტუტში. 1913 წლიდან იყო ნიკოლოზ ლებედევის რუსული დრამატული ჯგუფის მსახიობი და რეჟისორის თანაშემწე. 1915–1916 წლებში ალექსანდრე ხანჟოკოვის კინოატელიეს მსახიობი. პირველ მსოფლიო ომში – ფრონტზე საზოგადოება "წითელი ჯვრის" საკვები პუნქტების ხელმძღვანელი. 1919 წლიდან – საქართველოში კინოწარმოების კომისიის წევრი. 1921 წლიდან კი – რეჟისორი და სახკინმრეწვთან არსებული კინოსკოლის პედაგოგი.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ნახვამდის (1934)
2. იყავ მზად (1931)
3. გაყრა (1930)
4. ჩქარი N 2 (1929)
5. ქალი ბაზრობიდან (1928)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. ქალი ბაზრობიდან (1928)

გადაღებულია ფილმში:
1. წითელი ეშმაკუნები (ბანდიტი) - (1923)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.