მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ოთარ კობერიძე
ოთარ კობერიძე
17.12.1924


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5655 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1924 წლის 17 დეკემბერს თბილისში. 1942–1943 წლებში სწავლობდა კინოსტუდიის სკოლაში. 1948 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1949-1956 წლებში მუშაობდა სოხუმის დრამატულ თეატრში მსახიობად. 1959–1964 წლებში იყო კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი. 1956 წლიდან მუშაობს მსახიობად კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ხოლო 1963 წლიდან რეჟისორად. ბათუმში ზ. ცინცაძესთან ერთად დაარსა "ხელოვნებათა ლიგა", რომელსაც თვითონ თავმჯდომარეობს. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი (1954). საქართველოს დამსახურებული არტისტი (1958). საქართველოს სახალხო არტისტი (1977). აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სახალხო არტისტი (1981).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. საბედისწერო გასროლა (1990)
2. ოპერაცია "ვუნდერლანდი" (1988)
3. ვინ არის მეოთხე ? (1985)
4. სიბრძნის კარავი (1982)
5. ელოდეთ მოკავშირეს (1979)
6. გამსვლელი პაიკი (1970)
7. Мечте навстречу (Ru, 1963)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. საბედისწერო გასროლა (1990)
2. ელოდეთ მოკავშირეს (1979)

გადაღებულია ფილმებში:
1. ანთიმოზ ივერიელი (პატრიარქი დოსითეოსი) - (2001)
2. საბედისწერო გასროლა (ნოდარი) - (1990)
3. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი (სენიორი) - (1989)
4. ოპერაცია "ვუნდერლანდი" - (1988)
5. ფაქტები რეჟისორის ცხოვრებიდან (მსახიობი) - (1988)
6. ვინ არის მეოთხე ? (პოლკოვნიკი) - (1985)
7. მეჯლისი გაყიდულ სახლში (ბატონი ვიქტორი) - (1985)
8. ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი (მსახიობი) - (1983)
9. დიმიტრი II (ტარსაიჭ ორბელი) - (1982)
10. ელოდეთ მოკავშირეს (უფროსი–კომანდირი) - (1979)
11. Жизнь прекрасна (Ru, 1979)
12. დათა თუთაშხია (სეხნიევი) - (1978)
13. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
14. გაქცევა გათენებისას (კოწია ერისთავი) - (1975)
15. მზე შემოდგომისა (მუზეუმის დირექტორი) - (1973)
16. ჩაძირული ქალაქის მაძიებლები (ედიშერი) - (1972)
17. გაზაფხულის საღამო - (1972)
18. დაისი (კიაზო) - (1971)
19. Krasnaya palatka (Ru, 1969)
20. Sled sokola (De 1968)
21. ქალაქი ადრე იღვიძებს (თენგიზი) - (1967)
22. Komissar (Ru, 1967)
23. Malenkiy prints (Ru, 1966)
24. Segodnya novyy attraktsion (Ru, 1966)
25. Volshebnaya lampa Aladdina (Ru, 1966)
26. Tsarskaya nevesta (Ru, 1965)
27. ზღვის შვილები (გურამი (მამა)) - (1964)
28. Italiani brava gente (Ru, 1964)
29. გენერალი და ზიზილები (შტურმანი რანერ პეტერი) - (1963)
30. Mechte navstrechu (Ru, 1963)
31. 713 prosit posadku (Ru, 1962)
32. შეწყვეტილი სიმღერა (გურამ გელოვანი) - (1960)
33. დღე უკანასკნელი, დღე პირველი (ლევანი – ინჟინერი) - (1959)
34. სხვისი შვილები (დათო) - (1958)
35. მამლუქი (მაჰმუდი) - (1958)
36. ქალის ტვირთი (აკაკი ახატნელი) - (1957)
37. მე ვიტყვი სიმართლეს (ოთარი) - (1957)
38. ბაში-აჩუკი (ბაში-აჩუკი) - (1956)
39. ქეთო და კოტე - (1948)
40. შავ მთებში (ბესარ აბიელი – პარტიზანი) - (1941)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.