მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

რეჟისორი სცენარ. პროდი. ოპერ. მხატვ. ანიმ. კომპოზ. ხმ.ოპერ. მონტაჟ. მსახიობი


თემურ ბაბლუანი
თემურ ბაბლუანი
20.03.1948


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5130 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1948 წლის 20 მარტს სოფელ ჩოგურში(ლენტეხის რაიონი). სწავლობდა თბილისისა და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტებში. 1979 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო). არის სტუდია ”ადამ და ევას” სამხატვრო ხელმძღვანელი. მიღებული აქვს სხვადასხვა პრიზი და პრემია: შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (1995), სპეციალური პრიზი კიევის ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა XI საკავშირო კინოფესტივალზე (1980), პრიზი და დიპლომი ტალინის XV საკავშირო კინოფესტივალზე(1982), მთავარი პრიზი სოჭში კინოფესტივალზე ("კინოტავარ-92") (1992), "გრან-პრი" მოსკოვის ფესტივალზე ("ინტერფესტ-92") (1992), მთავარი პრიზი და დიპლომი თბილისში ქართული ფილმების I რესპუბლიკურ კინოფესტივალზე ("ოქროს არწივი") (1992), "ვერცხლის დათვი" ბერლინის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე (1993).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. უძინართა მზე (1992)
2. ძმა (1981)
3. ბეღურების გადაფრენა (1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. უძინართა მზე (1992)
2. ძმა (1981)
3. ბეღურების გადაფრენა (1980)

პროდიუსერია ფილმის:
1. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996)

გადაღებულია ფილმებში:
1. ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი - (1989)
2. მშობლიურო ჩემო მიწავ (რაიკომის მდივანი) - (1980)
3. ღიმილის ბიჭები (მალხაზი) - (1969)







შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.