მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნანა ჯორჯაძე
ნანა ჯორჯაძე
24.08.1948


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5166 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1948 წლსი 24 აგვისტოს თბილისში. დაამთავრა მუსიკალური ტექნიკუმი (1966), თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი (1972). 1980 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (თენგიზ აბულაძისა და ირაკლი კვირიკაძის სახელოსნო). 1970-1975 წლებში მუშაობდა ”საქქალაქმშენ პროექტში” არქიტექტორად. 1973-1974 წლებში იყო ”მოსპროექტის” ასპირანტი. 1977 წლიდან მუშაობს კინოში. იყო სან-სებასტიანის (1987), თელ-ავივის (1989), კანის (1992), პოტსდამის (1993), კარლოვი-ვარის (1997), ვენეციის (1997) საერთაშორისო კინოფესტივალების ჟიურის წევრი. 1994 წლიდან არის ევროპის კინოაკადემიის წევრი. სხვადასხვა დროს მუშაობდა გერმანიაში, საფრანგეთში, რუსეთში.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მეტეოიდიოტი (2008)
2. ფოსტალიონი (2003)
3. ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა (2000)
4. შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი (1996)
5. რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა (1986)
6. მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981)
7. მოგზაურობა სოპოტში (1980)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. სე ლა ვი (2007)
2. ზაფხული, ანუ 27 დაკარგული კოცნა (2000)
3. მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981)
4. მოგზაურობა სოპოტში (1980)

პროდიუსერია ფილმის:
1. ჩამოფასებულები (2007)

დამდგმელი მხატვარია ფილმების:
1. მომეხმარეთ იალბუზზე ასვლაში (1981)
2. მოგზაურობა სოპოტში (1980)

გადაღებულია ფილმებში:
1. რობინზონიადა ანუ ჩემი ინგლისელი პაპა - (1986)
2. ადამიანთა სევდა - (1984)
3. მოცურავე (ასისტენტი) - (1981)
4. იცოცხლე, გენაცვალე (მხატვარი დუქანში) - (1981)
5. მუდმივი მეგობარი (შეხვედრამდე მეგობარო...) - (1980)
6. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - (1978)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.