მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



კონსტანტინე (კოტე) სურმავა
კონსტანტინე (კოტე) სურმავა
24.01.1927 - 23.02.2008

ამ გვერდს გაეცნო 4372 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1927 წლის 24 იანვარს თბილისში. 1947–1952 წლებში სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. მუშაობდა რეჟისორად სხვადასხვა თეატრებში: ქართულ მოზარდ მაყურებელთა თეატრში (1953–1961), გრიბოედოვის სახელობის თეატრში (1961–1970; 1973–1976), კინომსახიობთა თეატრში (1976–1979), რუსულ მოზარდმაყურებელთა თეატრში (1971–1973). 1953–2006 წლებში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თეატრალურ ინსტიტუტში. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1967), ღირსების ორდენის კავალერი (2002).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. მიიღეთ გამოწვევა სენიორებო (1982)
2. ზღაპარი (1980)
3. ბიჭი და ჩიტი (1968)
4. ომარ ჯოხაძე (1963)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. მიიღეთ გამოწვევა სენიორებო (1982)
2. ბიჭი და ჩიტი (1968)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.