მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ალექსანდრე წუწუნავა
ალექსანდრე წუწუნავა
28.01.1881 - 25.10.1955

ამ გვერდს გაეცნო 10140 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1881 წლის 28 იანვარს სოფელ ლიხაურში (ოზურგეთის რაიონი). სწავლობდა თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1900 წლიდან მუშაობდა ქუთაისის თეატრში ლადო ალექსი–მესხიშვილის ხელმძღვანელობით. 1901–1905 წლებში თბილისის ქართულ თეატრში. 1905–1910 წლებში სწავლობდა მოსკოვის სამხატვრო თეატრის სტუდიის სარეჟისორო კურსებზე. 1910 წლიდან დაიწყო სარეჟისორო მოღვაწეობა ჯერ ჭიათურის თეატრში, ხოლო შემდგომ 1914-1916 წლებში თბილისის სახალხო სახლში და რუსულ თეატრში. სწავლობდა თბილისის პედაგოგიურ უნივერსიტეტში. 1918 წლიდან მუშაობდა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრში, ჯერ თეატრის კომისრად, შემდეგ რეჟისორად, ხოლო 1947 წლიდან მთავარ რეჟისორად. ალექსანდრე წუწუნავა მაშინ ჩაუდგა სათავეში საოპერო თეატრს, როდესაც საოპერო რეჟისურის დარგი ყალიბდებოდა. იგი იყო ერთ–ერთი ფუძემდებელი ქართული კინოს დაარსების. 1918 წელს პირველმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი "ქრისტინე". საქართველოს სახალხო არტისტი (1934).


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. ჯანყი გურიაში (1928)
2. ორი მონადირე (1927)
3. ხანუმა (1926)
4. ვინ არის დამნაშავე ? (1925)
5. ქრისტინე (1918)
6. Berikaoba-Keenoba (Ge, 1909)

სცენარის ავტორია ფილმების:
1. ჯანყი გურიაში (1928)
2. ორი მონადირე (1927)
3. ხანუმა (1926)
4. ვინ არის დამნაშავე ? (1925)
5. ქრისტინე (1918)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.