მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!

ნიკოლოზ წულაძე
ნიკოლოზ წულაძე
12.06.1958 - 07.04.2011

ამ გვერდს გაეცნო 4307 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1958 წლის 12 ივნისს თბილისში. 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, პარალელურად სწავლობდა ხელოვნების ფაკულტეტზე. 1984 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (ოთარ იოსელიანის სახელოსნო). 1986 წლიდან არის კინოსტუდია "ქართული ფილმის" დამდგმელი რეჟისორი, 1995 წლიდან – ექსპერიმენტული, დამოუკიდებელი სტუდია "მარიხის" ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში - ხელოვნების ინსტიტუტში კინოსარეჟისორო სახელოსნოს ხელმძღვანელი, 1995–2000 წლებში მონაწილეობდა გერმანიაში და საფრანგეთში "ნიპკოვი"–ს და "ეურომაჟი"–ს პროექტებში, 2002 წლიდან – არის ევროპის თავისუფალ ხელოვანთა ასოციაცია "ალეატორია XXI"–ის საკოორდინაციო საბჭოს წევრი. 2002–2004 წლებში მონაწილეობდა ევროსაბჭოს და შვეიცარიის შემოქმედებითი განვითარების ფონდის "ავანტი"–ს პროგრამაში. მიღებული აქვს სერთიფიკატი.
მოულოდნელად გარდაიცვალა - 2011 წლის 7 აპრილს

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. სინანულის სანაპირო (2008) - დოკუმენტური
2. მზიანი ღამის ფერები (2007) - დოკუმენტური
3. დიასპორა - ხიდი მსოფლიოსთან (2006) - დოკუმენტური
4. ელეგია (1999) - დოკუმენტური
5. სათნოებათა კიბე (1996)
6. მხიარული ნიღბები (1994)
7. პატრიარქი სვანეთში (1992) - დოკუმენტური
8. ქართული გამბიტი (1992) - დოკუმენტური
9. ლიტურგია (1991) - დოკუმენტური
10. სვანეთის საგანძური (1989) - დოკუმენტური
11. ზღვარი (1984) - დოკუმენტური
12. ბანაკი (1982)
13. მეტივეები (1979) - დოკუმენტური

სცენარის ავტორია ფილმების:

პროდიუსერია ფილმების:

9. ზღვარი (1984) - დოკუმენტური

მემონტაჟეა ფილმის:
1. ზღვარი (1984) - დოკუმენტური

შეტყობინებები არ არის!

.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.