მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



ნანი ბრეგვაძე
ნანი ბრეგვაძე
21.07.1936

ამ გვერდს გაეცნო 5244 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა თბილისში 1936 წლის 21 ივლისს. 1961 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია (ფორტეპიანო). შემოქმდებითი მოღვაწეობა დაიწყო 1956 წელს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საესტრადო ორკესტრში. პროფესიულ ესტრადაზე გამოვიდა 1959 წელს. 1959-64 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრის “რეროს”, 1964-80 წლებში ვოკალურ-საკრავიერი ანსამბლის “ორერას” სოლისტი. 1980-დან გამოდის სოლო კონცერტებით. არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი, საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1994), ღირსების ორდენის კავალერი (1996), ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6 მსოფლიო ფესტივალისა (1957, მოსკოვი) და საესტრადო სიმღერების სოპოტის საერთაშორისო ფესტივალის (1972) ლაურეატი. 1999 წელს დაასახელეს XX საუკუნის საუკეთესო საესტრადო მომღერალ ქალად საქართველოში. 2000 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახ. პრემია. მოსკოვსა და თბილისში გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი. 1995 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.


ფილმოგრაფია

კომპოზიტორია ფილმის:
1. ობობა და მზე (1986) - ანიმაციური

გადაღებულია ფილმებში:
1. მე, პელეს ნათლია! (მაკა) - (1991)
2. სამკაული სატრფოსათვის (აიშა) - (1971)
3. ორერა, სრული სვლით! - (1970)
4. ორი მსახიობი - (1957)





შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.