მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



გია ბადრიძე
გია ბადრიძე
23.06.1928 - 19.08.1999


საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი
ამ გვერდს გაეცნო 5386 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა ქ.თბილისში 1928 წლის 23 ივნისს. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი. 1951-53 წლებში სწავლა განაგრძო მოსკოვის პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1953 წლიდან მუშაობდა მოსკოვის და თბილისის ცენტრალურ პრესაში. 1954 წლიდან კი გაზეთ "ზარია ვოსტოკას” საკუთარი კორესპონდენტია მოსკოვში. იგი პირველთაგანი იყო ვინც ქართული ტელევიზიის სათავეებთან იდგა. 1956 წელს მუშაობას იწყებს საქართველოს სახელმწიფო კინოკომიტეტის მთავარ რედაქტორად. 1971 წლიდან იგი კინოსტუდია "ქართული ფილმის” სასცენარო-სარედაქციო კოლეგიის წევრია. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1998).


ფილმოგრაფია

სცენარის ავტორია ფილმების:
1. დინოზავრის კვერცხი (და სასახლეში ვნახავ სიხარულს...) (1993)
2. ისინი (1992)
3. აშუღ-ყარიბი (1988)
4. ვინ არის მეოთხე ? (1985)
5. გმადლობთ რატილი (1983)
6. კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის (1981)
7. კავკასიელი ტყვე (1975)
8. ჩემი არდადეგები (1973)
9. ჩარი რამა (1972)
10. არღანი (1967)

გადაღებულია ფილმებში:
1. ბრავო, ალბერ ლოლიშ ! - (1987)
2. ორშაბათი ჩვეულებრივი დღეა (დავითაშვილი) - (1984)
3. ჩემი დეიდა დუდუ (ექსკურსია) (გეიდარი) - (1984)
4. ქართველები ცაში (მფრინავი) - (1984)
5. გმადლობთ რატილი - (1983)
6. დიმიტრი II - (1982)
7. კროსვორდის ამოხსნის მოყვარულთათვის - (1981)
8. როგორ ვიცხოვრო უშენოდ (მერაბი) - (1980)
9. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (არჩილი) - (1978)
10. გასეირნება თბილისში (ნამდვილი თბილისელი და სხვები) - (1976)
11. არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ (მაიორი) - (1975)
12. ციმბირელი პაპა - (1973)
13. გათენების წინ (სულაბერიძე) - (1971)
14. არ იდარდო! (კაპიტანი გაბრიაძე) - (1968)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.