მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თამარ თვალიაშვილი
თამარ თვალიაშვილი
04.04.1906 - ..1985

ამ გვერდს გაეცნო 5632 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1906 წლის 4 აპრილს თბილისში. 1923 წელს შევიდა რუსთაველის თეატრთან არსებულ სტუდიაში, მეორე კურსიდან კი სწავლა განაგრძო ვ. მჭედლიშვილის ხელმძღვანელობით არსებულ მოსკოვის ქართულ დრამატულ თეატრში. 1926 წელს თბილისის "წითელი თეატრის", ხოლო 1927 წ. ბათუმის თეატრის მსახიობი იყო. იგი თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ერთ–ერთი დამაარსებელია. მან ფრიც ბაუერის მთავარი როლი შეასრულა ნ. საცის ამავე სახელწოდების პიესაში, რომელმაც სათავე დაუდო მოზარდ მაყურებელთა ქართული თეატრის არსებობას. 1941 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის , ხოლო 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის წოდებები.






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.