მასალის გამოყენებისას
მიუთითეთ
საიტის მისამართი!



თენგიზ მაღალაშვილი
თენგიზ მაღალაშვილი
01.08.1927 - 22.01.1985

ამ გვერდს გაეცნო 4362 სტუმარი
ბიოგრაფია

დაიბადა 1927 წლის 1 აგვისტოს თბილისში. 1945 წლიდან იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც არ დაუმთავრებია; 1949–1954 წლებში სწავლობდა თბილისის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქუთაისისა და თელავის სახელმწიფო თეატრებში რეჟისორად. 1960 წლიდან მოღვაწეობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”. 1964–1975 წლებში იყო მოზარდ–მაყურებელთა თეატრის მთავარი რეჟისორი. 1975 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია ”ქართულ ფილმში”.


ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:
1. არსენას ლექსი (1985)
2. ძნელი დასაწყისი (1981)
3. დაუვიწყარი დღე (1977)

სცენარის ავტორია ფილმის:
1. ძნელი დასაწყისი (1981)

გადაღებულია ფილმებში:
1. რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე - (1978)
2. XIX საუკუნის ქართული ქრონიკა (მკურნალი) - (1978)
3. იყო შაშვი მგალობელი - (1970)
4. ფერისცვალება (თენგიზი) - (1968)






შეტყობინებები არ არის!






.

Copyright © 2007 Georgian National Filmography. All Rights Reserved.