1. გამარჯობათ ბატონო გოგი, ძალიან მომწონს, რასაც თქვენ აკეთებთ, გისურვებთ წარმატებებს.
გიგზავნით საკუთარ ლექსს. საქართველო
შემოღამების ზარის ხმა მესმის, ვაზის სიმღერაც განსხვავებული, სად არის ფესვი საქართველოსი, ნაყოფი მისი მუდამ ქებული.
შენ ხომ მიწა ხარ, რჩეულთრჩეული და გაფარია ღვთისმშობლის კალთა,
დარდს არ მიეცე და ეს დროებაც, როგორც მარადჟამს, ჩაივლის ალბათ.
შემოღამების რეკენ ზარები... არგინეთიდან გავყურებ სხალთას,
კავკასიონის ღმუილი მესმის და ზღვის ტალღების მშფოთვარედ ტანჯვა.
სამშობლოვ ჩემო, ღმერთით ქებულო და მისგან მუდამ შეწყალებულო,
ეს შენი ერი, მიწა და წყალი, მუდამ იქნება სიცოცხლის დარი.
შენი სული ხომ მუდამ ბრძენია - სვეტიცხოველი, სხალთა და ზარზმა,
ნეტავ დღეს ეშმა რად შესჩენიათ, ალათს რად ფარავს ბოროტის ფარდა.
დუმილის წყარო დაულევიათ ჭოროხს, ფსოუს და მქუხარე არაგვს,
მზეც მორიდებით გვიგზავნის სითბოს, თითქოს რცხვენია დროების, ალბათ.
კაენთა მოდგმის რისხვამ დაგვფარა, უხილავ შიშის სიმწრის სუნი დგას.
შეგვინდე, ღმერთო, გაგვიღე კარი და მოგვიტევე ნამოქმედარი.
სამშობლოს ცაზე ისევ ინათებს, მის სხივებზე რომ ჯვარით დგას ქალი,
ენა, მამული, სარწმუნოება, გენის სიბრძნეა და ერის ქნარი.
მიაღწევს ლოცვა უფლის ფანჯრებთან და განათდება ცა ზეციური,
სიმართლის სხივი ვაზს ააყვავებს და გაბრწყინდება კვართი ღვთიური.
შენც ხვთიური ხარ, შეიშრე ცრემლი, ნაყოფიც შენი იბერიული,
სიყვარულს შეგთხოვს მოწყალე ერი, გონი ქართული, სეითისეული. |